Firefox for Android Beta (ka)

Title — 27 characters

Firefox ბეტა Android-ისთვის

What’s new — 275 characters

ჩვენ ვმუშაობთ, რომ Firefox Android-ისთვის იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ყოველი გამოშვებისას. გაეცანით უახლესი გამოშვების შენიშვნებს და შეიტყვეთ ახალი შესაძლებლობების, გამოსწორებული ხარვეზებისა და გაუმჯობესებების შესახებ ბმულზე https://www.mozilla.org/en-US/firefox/android/notes/.

Short Description — 56 characters

გამოცადეთ Firefox-ის წინასწარი ვერსია და გამოგვეხმაურეთ!

Description — 1244 characters

დაგვეხმარეთ უახლესი შესაძლებლობების სათანადო დროისთვის დახვეწასა და გამართვაში. Firefox-ის ბეტა ვერსია საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ სიახლეები წარმადობასა და მორგების საშუალებებში, ასევე უსაფრთხოების გაუმჯობესებული ხარისხი წინასწარ, სანამ ეს ყველაფერი მომდევნო ვერსიაში გამოჩნდება.
შეიტანეთ წვლილი შესაძლებლობების და ფუნქციების სრულყოფაში.
**გვესაჭიროება დახმარება x86 Atom-ზე დაფუძნებული მოწყობილობების გამოცდაში. თუ გაქვთ x86 Atom-ის მქონე მოწყობილობა, ჩამოტვირთეთ Firefox-ის ბეტა ვერსია და გვითხარით, რას ფიქრობთ.**

იპოვეთ ხარვეზი? მოგვახსენეთ http://mzl.la/android_bugs-ზე.

ვრცლად, Firefox-ის მიერ მოთხოვნილი ნებართვების შესახებ იხილეთ http://mzl.la/Permissions
იხილეთ მხარდაჭერილი მოწყობილობების სია და სისტემის უახლესი მინიმალური მოთხოვნები ბმულზე https://support.mozilla.org/ka/kb/firefox-mobiluri-motskobilobebi.

MOZILLA-ს შესახებ

Mozilla ამაყობს რომ არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ინტერნეტზე ძალაუფლების ხალხის ხელში შენარჩუნებაა.
ჩვენ ვართ საერთაშორისო ერთობა მომხმარებლების, შემომწირველების და შემმუშავებლების, რომლებიც სიახლეებს ნერგავენ თქვენთვის.
როდესაც სარგებლობთ Firefox-ით, თქვენ ხდებით ამ ერთობის ნაწილი და გვეხმარებით ინტერნეტის ნათელი მომავლის შექმნაში.
ვრცლად, იხილეთ ბმულზე https://www.mozilla.org.