Firefox for Android Nightly (ka)

Title — 35 characters

Firefox Nightly შემმუშავებლებისთვის

Short Description — 71 characters

შემმუშავებლებისთვის – პირველებმა გამოსცადეთ Firefox-ის სამომავლო ვერსია

Description — 1520 characters

Firefox Nightly არის გამოსაცდელი ვერსიების არხი Mozilla Firefox-ის ახალი გამოშვებებისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Firefox Aurora აღარაა ხელმისაწვდომი და ჩანაცვლებულია Firefox Nightly-ით. დაწვრილებით იხილეთ აქ: https://hacks.mozilla.org/2017/04/simplifying-firefox-release-channels/

Firefox-ის საბოლოო გამოშვება ჩამოტვირთეთ აქედან: https://play.google.com/store/apps/details?id=org.mozilla.firefox

Firefox Nightly განკუთვნილია მეტად საცდელი წინასწარი ანაწყობების წარმოსადგენად. Nightly არხი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს Firefox-ში დანერგილ უკანასკნელ სიახლეებს გაეცნონ არამდგრად სამუშაო გარემოში და მოგვაწოდონ თავიანთი აზრი, ახალ შესაძლებლობებსა და წარმადობაზე, რაც დაგვეხმარება საბოლოო გამოშვების სრულყოფაში.

რამე ხარვეზი იპოვეთ? მოგვახსენეთ ბმულზე http://mzl.la/android_bugs

Firefox Nightly-ს გააჩნია Mozilla-სთან უკუკავშირის ავტომატური საშუალებები: https://www.mozilla.org/privacy/firefox/#telemetry

ვრცლად, Firefox-ის მიერ მოთხოვნილი ნებართვების შესახებ იხილეთ http://mzl.la/Permissions

იხილეთ მხარდაჭერილი მოწყობილობების სია და უახლესი მინიმალური სისტემური მოთხოვნები ბმულზე https://www.mozilla.org/firefox/mobile/platforms/

Mozilla-მარკეტინგი: სამომხმარებლო ბაზარზე გატარებული სამუშაოების შედეგიანობის შესასწავლად, Firefox აგზავნის მომსახურების ცალკეულ მომწოდებლებთან მონაცემებს, რომელთა შორისაა Google-ის სარეკლამო ID, IP-მისამართი, თარიღი, ქვეყანა, ენა/რეგიონი, საოპერაციო სისტემა და პროგრამის ვერსია. გაეცანით პირადი მონაცემების შესახებ განცხადებას ბმულზე: https://www.mozilla.org/privacy/firefox/