Firefox for Android (ka)

Title — 24 characters

Firefox სწრაფი და დაცული

What’s new — 275 characters

ჩვენ ვმუშაობთ, რომ Firefox Android-ისთვის იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ყოველი გამოშვებისას. გაეცანით უახლესი გამოშვების შენიშვნებს და შეიტყვეთ ახალი შესაძლებლობების, გამოსწორებული ხარვეზებისა და გაუმჯობესებების შესახებ ბმულზე https://www.mozilla.org/en-US/firefox/android/notes/.

Short Description — 70 characters

მომხმარებელზე სრულად მორგებული, უამრავი გაფართოებით და სინქრონიზაციით.

Description — 3355 characters

ისარგებლეთ ინტერნეტით სწრაფად, მოხერხებულად და უსაფრთხოდ. Firefox არის დამოუკიდებელი, ხალხზე მორგებული ბრაუზერი, შექმნილი Mozilla-ს მიერ, რომელიც აღიარებულია ყველაზე სანდო ინტერნეტკომპანიად პირადი მონაცემების დაცვის კუთხით. დააყენეთ დღესვე და შეუერთდით ასობით მილიონ ადამიანს, რომელთა პირადი მონაცემებიც, Firefox-ის დახმარებით ყველაზე მეტადაა დაცული, გვერდების მონახულებისას.

სწრაფი. გონიერი. თქვენი.
Firefox მორგებულია თქვენს მოთხოვნილებებზე და გიბრუნებთ უფლებას, თავად განსაზღვროთ თქვენი მოქმედებები.
სწორედ ამიტომაც შევიმუშავეთ ჭკვიანი პროდუქტი, რომელიც ზრუნავს თქვენთვის კომფორტის შექმნაზე გვერდების მონახულებისას.

მოსახერხებელი ძიება და სწრაფი მუშაობა
- Firefox წინასწარ განჭვრეტს თქვენს მოთხოვნილებებს და ადრე მოძებნილი შედეგების საფუძველზე გაძლევთ შემოთავაზებებს, თქვენი რჩეული საძიებო სისტემების მეშვეობით. ყოველ ჯერზე.
- სწრაფი წვდომის მალსახმობები, საძიებო სისტემებისთვის, როგორიცაა Wikipedia, Twitter და Amazon.

პირადულობა ახალ სიმაღლეზე
- პირადი მონაცემების გაუმჯობესებული უსაფრთხოება. პირადი თვალიერების რეჟიმი თვალთვალისგან დაცვით ზღუდავს ვებგვერდის იმ ნაწილებს, რომლითაც თქვენს მოქმედებებზე თვალყურის დევნებაა შესაძლებელი.

დაასინქრონეთ FIREFOX თქვენს ყველა მოწყობილობაზე
- Firefox-ანგარიში საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წვდომა მონახულებული გვერდების ისტორიასთან, სანიშნებსა და გახსნილ ჩანართებთან სამაგიდო კომპიუტერზე, თქვენი ტელეფონიდან და პლანშეტიდან.
- ასევე, Firefox თქვენ ნაცვლად დაიმახსოვრებს და უსაფრთხოდ გააზიარებს პაროლებს, მოწყობილობებს შორის.

ადვილად აღქმადი ჩანართები
- თვალსაჩინო, გადანომრილი ჩანართები აადვილებს საჭირო მასალების მოძიებას სამომავლო გამოყენებისთვის.
- ნებისმიერი რაოდენობის ჩანართის გახსნაა შესაძლებელი, ისე რომ გახსნილი საიტების კვალი არ დაიკარგება.

სწრაფი წვდომა თქვენს რჩეულ საიტებთან
- გამოიყენეთ დრო რჩეული საიტების დასათვალიერებლად და არა მათ მოსაძიებლად.

დამატებები ყველაფრისთვის
- სრულად მოირგეთ Firefox, მისი დამატებების მეშვეობით, როგორიცაა რეკლამის შეზღუდვის, პაროლების შენახვის, ჩამოტვირთვების მართვის გაფართოებები და ა.შ.

სწრაფი გაზიარება
- Firefox იმახსოვრებს თქვენ მიერ ხშირად გამოყენებულ პროგრამებს და გეხმარებათ მარტივად გააზიაროთ სასურველი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, როგორიცაა Facebook, Twitter, WhatsApp, Skype და ა.შ.

დიდ ეკრანზე გაშვება
- გაუშვით ვიდეოები და ვებსაიტები ტელეფონიდან ან პლანშეტიდან ნებისმიერ ტელევიზორზე, რომელსაც გააჩნია ამის შესაძლებლობა.

გაიგეთ მეტი Firefox Android-ზე:
- გაქვთ კითხვები და გჭირდებათ დახმარება? ეწვიეთ ბმულს https://support.mozilla.org/mobile
- წაიკითხეთ Firefox-ის მიერ მოთხოვნილი ნებართვების შესახებ: http://mzl.la/Permissions
- გაეცანით Mozilla-ს სიახლეებს: https://blog.mozilla.org
- მოიწონეთ Firefox Facebook-ზე: http://mzl.la/FXFacebook
- გამოიწერეთ Firefox Twitter-ზე: http://mzl.la/FXTwitter

MOZILLA-ს შესახებ
Mozilla არსებობს იმისთვის, რომ გახადოს ინტერნეტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ღია და თავისუფალი უკეთესია, ვიდრე დახურული და ზემოდან მართული. ჩვენ ვქმნით პროდუტებს, როგორიცაა Firefox და ვთავაზობთ ხალხს მეტ არჩევანს და გამჭვირვალობას, რომ უკეთ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრება და საქმიანობა ინტერნეტსივრცეში. ვრცლად, იხილეთ ბმულზე https://www.mozilla.org

პირადი მონაცემების დაცვის დებულება: http://www.mozilla.org/legal/privacy/firefox.html

Google Play Screenshots Copy

სწრაფი. გონიერი. თქვენი
დააყენეთ Firefox და შეუერთდითმის ასობით მილიონ მომხმარებელს

ჩანართების ადვილად აღქმადი იერსახე
სწრაფად მოიძიეთ და მართეთთქვენი გახსნილი ჩანართები

გონივრული ძიება
მიიღეთ ზედმიწევნით ზუსტად შემოთავაზებული წინასწარი შედეგებიტექსტის აკრეფის დასრულებამდე

გვერდების უწყვეტად მონახულება Sync-ის საშუალებით
მყისიერი წვდომა თქვენს სანიშნებთან, ისტორიასთან, გახსნილ ჩანართებსა და პაროლებთან ყველგან, სადაც იყენებთ Firefox-ს

პირადი მონაცემების დაცვის ახალი დონე
პირადი თვალიერების რეჟიმი თვალთვალისგან დაცვით ზღუდავს ვებგვერდის იმ ნაწილებს, რომლითაც თქვენს მოქმედებებზე თვალყურის დევნებაა შესაძლებელი

დამატებები ყველაფრისთვის
სრულად მოირგეთ ბრაუზერი თქვენს მოთხოვნილებებზე მისი დამატებების მეშვეობით, როგორიცაა რეკლამის შეზღუდვის, პაროლების შენახვისა, ჩამოტვირთვების მართვის გაფართოებები და ა.შ.

სწრაფი გაზიარება
Firefox იმახსოვრებს თქვენ მიერ ბოლოს გამოყენებულ პროგრამებს და გეხმარებათ მონაცემები განკარგოთ სურვილისამებრ

მოწყობილობაზე გაგზავნა
გაუშვით ვიდეოები და ვებსაიტები ტელეფონიდან ან პლანშეტიდან ნებისმიერ მხარდაჭერილ მოწყობილობაზე.